Saturday, April 24, 2010

სასწავლო პროექტის გეგემა


პროექტის სახელი_

გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი।

პროექტის მოკლე აღწერა--

।გერგეთის სამება - XIV საუკუნის ძეგლია

პროექტის სრული აღწერა--

შემეცნებით-საგანმანათლებლო ექსკურსია სტეფანწმინდასა და გერგეთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში।გეოგრაფიული მდებარეობის გაცნობა।მოსწავლეები მოახდენან ამ გეოგრაფიული მხარის და ისტორიული ძეგლის აღწერას।მოიძიებენ სხვადასხვა მასალებს,ლეგენდებს,თქმულებებს ამ ძეგლის შეხახებ.
გერგეთის სამება სტეფანწმინდის რაიონში მდინარე ჩხერის ნაპირას,ზღვის დონიდან 1800მ-ზე მდებარეობს.კომპლექსი და სამრეკლო იმგვარადაა განლაგებული მაღალი მთის წვერზე,რომ თერგის ხეობიდან შთამბეჭდავად იკითხება მყინვარწვერის ფონზე მკვეთრად გამოკვეთილი სილუეტები,რომლისათვის თვალის მოწყვეტა თითქმის შეუძლებელია.
ხევში არსებობს ასეთი გადმოცემა: ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმიდა სამების ტაძარი. მაშინ მცხეთაში ერთ ბერიკაცს მათთვის მოუხსენებია: „მეფენო, ფურ-ბერწი დაჰკალით და მისი სამგორველი (მენჯის ნაწილი) სოფლის ბოლოს დააგდეთ, მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს, სამებაც იქ ააშენეთო“. მეფეები ასეც მოქცეულან. ყორანი მოფრენილა და წაუღია სამგორველი. მდევრად ხალხიც თან გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილი) დაფრენილა და აქაც ჯვარი აღუმართავთ. აქედან კი გერგეტში, „ელგეშის“ ნიშთან გადაფრენილა, ცოტა დაუსვენია, ბოლოს სამების მთაზე დაუგდია სამგორველი და ძვალიც იქ გამოუხრავს.
მეფეებს დავა ახლა იმაზე მოსვლიათ, თუ ვის უნდა ჩაეყარა საძირკველი. წამომდგარა ერთი კეთილი კაცი და უთქვამს: „წადით ბიდარის მთაზე, სადაც სამების ჯვარია აღმართული, იქიდან გამოიქეცით და ვინც სამებაზე პირველი ავა, საძირეც იმან გაჭრასო“. ასეც მოქცეულან და ყველანი - ცხენით თუ ფეხით - ბიდარის მთიდან გამოქცეულან. მათ შორის ერთი ხურთისელი კოჭლი ბახჩიძე მთა-მთა მოკლე გზით გადმოსულა, სამების მთაზე ცხენოსნებზე წინ მისულა და საძირკველიც მას გაუჭრია. ამის შემდეგ დაწყებულა ტაძრის მშენებლობა. მის ასაგებად ქვა დევ-წიქარა ხარებს ყანობ-ხურთისიდან ამოუტანიათ, კალატოზებისთვის წყალი მეცხვარეს უზიდია, წყაროს დღესაც კალატას წყაროს უწოდებენ.
უძველესი დროიდან სამების ტაძრის ყმებად გერგეტეველები ითვლებოდნენ. მათ ჰქონდათ ეკლესიის მოვლა-პატრონობის პატივი. მიმდებარე მიწები მთლიანად მონასტრის საკუთრებას წარმოადგენდა. ჩვენი ქვეყნისათვის სახიფათო და განსაცდელებით აღსავსე წლებში ეკლესიის უდიდეს სიწმიდეებს, მათ შორის, წმიდა ნინოს ჯვარს და მაცხოვრის სამსჭვალს გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი იცავდა.

მონაწილეთა ასაკი

14-16წ

ვადები/ხანგძლივობა/-

2თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში-

დიალოგი,პრეზენტაცია,ექსკურსია,სურათები,ვიდეოები

მოსალოდნელი შდეგები/პროდუქრები

ექსკურსიაზე გადაღებული სურათები,ვიდეოები,გამოფენის მოწყობა

სარგებელი სხვებისთვის-

ამ პროექტის განხორციელება საშუალებას მისცემს პიროვნებებს უფრო მეტად შეიყვარონ და შეისწავლონ საქართველო, მისი გეოგრაფიული მდებარეობა,თვალით დანახული მისცემს მეტი დამახსოვრების საშუალებას, გაიუმჯობესონ ჯანმრთელობა , შეიყვარონ ტურიზმი,მეტი იმოგზაურონ როგორც საქართველოში ასევე სხვაგან და შეეჩვიონ ჯანმრთელი ცხოვრების წესს।

სამუშაო ენა;

ქართული



მონაწილეები სხვა სკოლებიდან---

მონაწილეები სხვა სკოლებიდან არ არის

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი/--

ხელოვნება,ბუნება ისტირია,გეოგრაფია।



პროექტის ფასილიტატორი;

ნინო სიჭინავა

ფასილიტატორის ელ.ფოსტა

nnsichinava@gmail.com

პროექტის ფორუმი;

ფორუმი არ გვაქვს


პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი

.http://ninosichinava.blogspot.com/